ბათუმის პორტში იმყოფება ამერიკული ხომალდი - Anzio

ბათუმის პორტში იმყოფება აშშ-ის საზღვაო ძალების გემი - Anzio. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, გემის ეკიპაჟი შავი ზღვის არეალში რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ატარებს საზღვაო წვრთნებს, რომელიც ამჯერად ბათუმის აკვატორიაში გაიმართება. ამერიკული ხომალდი საქართველოს 12 ივნისს დატოვებს.