ახალი ამბები ავღანეთის არმია აცხადებს, რომ 32 თალიბი მოკლა ივნისი 12, 2011 ავღანეთის არმიის განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 32 თალიბი მოკლეს და 25 დაჭრეს დასავლეთში მდებარე ბადღისის პროვინციაში განხორციელებული ოპერაციის შედეგად. არმიის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაიღუპა აგრეთვე ოთხი ავღანელი ჯარისკაცი.