ქალების აქცია გაიმართა პარლამენტთან

პარლამენტთან გაიმართა არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრი ქალების აქცია. მათ პარლამენტისგან მოითხოვეს 26 მაისის მოვლენების გამოსაძიებლად შექმნას დროებითი კომისია, რომელშიც ადამიანის უფლებათა დამცველები და დამოუკიდებელი ექსპერტებიც იმუშავებენ. დღევანდელი აქციის მონაწილენი ანალოგიური ინიციატივით მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც.