”პლეიბოის” დამფუძნებლის ქორწილი გაუქმდა

ჟურნალ ”პლეიბოის” დამფუძნებელმა ჰიუ ჰეფნერმა გამოაცხადა, რომ მისი ქორწილი აღარ ჩატარდება, რადგან 25 წლის პატარძალმა გათხოვება გადაიფიქრა. ჰეფნერის ქორწილი შაბათს ლოს ანჯელესში უნდა ჩატარებულიყო. დაპატიჟებული იყო 300-მდე სტუმარი. გუშინ კი 85 წლის ჰეფნერმა ”ტვიტერის” მეშვეობით განაცხადა, რომ პატარძალმა კრისტალ ჰარისმა გადაწყვეტილება შეცვალა.