სირიაში ათობით სტუდენტი დააკავეს

სირიიდან გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს დააპატიმრეს ალეპოს უნივერსიტეტის ათობით სტუდენტი. ქალაქი ალეპო მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, თურქეთის საზღვრის მახლობლად. აქტივისტების ცნობით, სტუდენტები დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მათ გააკრიტიკეს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ორშაბათის გამოსვლა, რომელშიც მან კვლავ დადო პირობა, რომ რეფორმებს განახორციელებს. სირიაში დემოკრატიზაციის მომხრე აქტივისტები ამ გამოსვლას სკეპტიკურად აფასებენ, შეერთებულმა შტატებმა კი განაცხადა, რომ ასადისაგან მოელის „საქმეს და არა სიტყვებს“.