ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადიცია მოითხოვა ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ

ირაკლი ოქრუაშვილის საფრანგეთიდან ექსტრადიცია მოითხოვა დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ. მისმა წარმომადგენელმა ქვეყნის პარლამენტში გურამ ჩახვაძემ განაცხადა, რომ უნდა დაისვას ოქრუაშვილის სისხლის სამართლებრივი პაუსიხმგებლობის საკითხი, რადგან ის ”ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავდა ძალადობის გზით და მტერი სახელმწიფოს დახმარებით.” ეროვნულ-დემოკრატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ შემოიფარგლოს მხოლოდ დაჯგუფების რიგითი წევრების დაკავებით და ახალ გარემოებებზე დაყრდნობით, საფრანგეთისგან ითხოვოს ირაკლი ოქრუაშვილის გადაცემა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფრით სარგებლობს.