თბილისში გაიმართა გრიგოლ ვაშაძისა და ედვარდ ნალბანდიანის შეხვედრა

საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთობასა და ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობაზე იმსჯელეს დღეს თბილისში საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ედვარდ ნალბანდიანმა განაცხადა, რომ არ არსებობს საკითხი, რომელზეც საქართველო და სომხეთი ვერ შეთანხმდებიან. თავის მხრივ, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ ორ სახელმწიფოს ცუდი ურთიერთობა არასდროს ჰქონია, მაგრამ ამჟამინდელი ურთიერთობა საუკეთესოა, რაშიც უზარმაზარი წვლილი შეიტანეს სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა.