ათენში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა

ათენში, საბერძნეთის პარლამენტის შენობასთაბ დღეს დილით ადრე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დღეს საბერძნეთის პარლამენტში კენჭს უყრიან კონკრეტულ მექანიზმებს, რომელიც სახელმწიფო ხარჯების შემცირებას, გადასახადების გაზრდასა და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ხუთწლიან გეგმას მოიცავს.