ივნისი ერაყში ყველაზე სისხლიანი თვე იყო აშშ-ის არმიისთვის

აშშ-ის არმიის თანახმად, ბოლო სამ წელიწადში, ეს თვე, ივნისი, ყველაზე სისხლიანი იყო ერაყში აშშ-ის ჯარისკაცებისთის. დღეს სამხრეთ ერაყში სამი სამხედრო დაიღუპა, რის შედეგად ივნისში დახოცილი ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვმა 14-ს მიაღწია. ერაყში რვაწლიანი ომის შემდეგ, ახლა აშშ-ის იქ 47 000 სამხედრო ჰყავს. ისინი, შეთანხმების მიხედვით, ქვეყანას წლის ბოლოს დატოვებენ. აშშ-ის არმიამ ერაყში საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა შარშან აგვისტოში დაასრულა.