ავღანეთში აფეთქებამ 13 ადამიანი შეიწირა

ავღანეთში 13 ადამიანი დაიღუპა გზის პირას ჩადებულ ნაღმზე მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად. აფეთქება სამხრეთ ავღანეთში მოხდა. ზაბულის პროვინციის გუბერნატორის მოადგილის განცხადებით, დაიღუპნენ სამოქალაქო პირები - სავარაუდოდ ავღანელი ლტოლვილები, რომლებიც პაკისტანიდან ბრუნდებოდნენ სამშობლოში. რეგიონი, სადაც ისინი დაიღუპნენ, პაკისტანს ესაზღვრება.