ასეულობით ადამიანი დააკავეს ბელორუსიაში

ბელორუსიის პოლიციამ ასეულობით ადამიანი დააკავა და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. უფლებადამცავი ჯგუფების ცნობით, კვირას, როცა ამ ქვეყანაში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდნენ, სამასამდე ადამიანი დააკავეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბევრი დააპატიმრეს იმ მიზეზით, რომ ძალიან ხმამაღლა უკრავდნენ ტაშს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს სიტყვით გამოსვლის დროს. კვირას საინტერნეტო სოციალური ქსელების მოწოდებით მოხდა მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ორგანიზება. მთავრობამ შეაჩერა საინტერნეტო სოციალური ქსელების მუშაობა, რათა თავიდან აეცილებინა საპროტესტო გამოსვლები. აქცია დაგეგმილი იყო 1944 წელს ნაცისტური ოკუპაციისგან ბელორუსიის განთავისუფლების დღესთან დაკავშირებით. კვირას რამდენიმე საათით მიუწვდომელი გახდა რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის ვებსაიტი.