”მერია და საკრებულო გარევაჭრობის მხრივ ქაოსს არ დაუშვებენ”

ქრისტიან-დემოკრატთა ბრალდების საპასუხოდ, თბილისის საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან კახა გურულმა განაცხადა, რომ მერია და საკრებულო გარევაჭრობის მხრივ ქაოსს არ დაუშვებენ. გურულის თქმით, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საპატრულო პოლიციასთან ერთად ვითარებას ყოველდღიურად აკონტროლებენ და იმ პირებს, რომლებიც აკრძალულ ადგილებში ვაჭრობენ, ალტერნატიულ ადგილებში საქმიანობის აუცილებლობაზე მიუთითებენ.