ავიაკატასტროფამ 127 ადამიანი შეიწირა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მომხდარმა ავიაკატასტროფამ 127 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამის შესახებ იუწყება ამ ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტრო, რომელიც აცხადებს აგრეთვე, რომ გადარჩა 51 ადამიანი. თვითმფრინავი ჩამოვარდა, როცა უამინდობის პირობებში სცადა დაჯდომა კისანგანის საერთაშორისო აეროპორტზე.