უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა საპენსიო რეფორმა

უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა საპენსიო რეფორმის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქალთა საპენსიო ასაკის გაზრდას 55-დან 60 წლამდე და 10 წლით გაზრდას პერიოდისა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებულებს მოუწევთ საპენსიო ფონდში რეგულარული შესატანის გადახდა. პარლამენტარებმა კანონპროექტი დაამტკიცეს რვასაათიანი მწვავე დებატების შემდეგ. იმისათვის, რომ კანონპროექტი კანონად იქცეს, მას პრეზიდენტის ხელმოწერა ესაჭიროება. რეფორმა ბევრი უკრაინელის უკმაყოფილებას იწვევს, მაგრამ ის აუცილებელი პირობაა, რომელსაც კიევისაგან მოითხოვს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მისთვის 15-მილიარდიანი კრედიტის მისაწოდებლად.