ყარაჩიში დახოცილთა რიცხმა 90-ს მიაღწია

პაკისტანის ოფიალურ პირთა თანახმად, პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირების დროს დახოცილ ადამიანთა რიცხვმა 90-ს მიაღწია. საშინაო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, შარაფუდინ მემონის თქმით, დახოცილვა შორის არიან ორი ბავშვი. მისივე ცნობით, დაკავებულია 100-მდე ეჭვმიტანილი, გასამხედროებული ჯგუფები კონტროლის ქვეშ არიან და ქალაქში პატრული მოძრაობს. დაპირისპირება მოხდა ორ ჯგუფს, ინდოეთიდან დაბრუნებული პაკისტანელების წარმომადგენლების მოძრაობას, ადგილობრივი გავლენიან პარტიას და ჩრდილოდასავლეთი პაკისტანის პუშტუნთა პარტიას შორის.