13 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო ანდრიაშვილი, დაკავებული ფოტორეპორტიორის - ზურაბ ქურციკიძის ადვოკატი, ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენელი. მან ილაპარაკა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობაზე, იმ პირობებზე, რაშიც თავად მას უწევს საქმის მასალების გაცნობა და საიდუმლო გრიფის მქონე საქმის სპეციფიკაზე.