ბომბეიში აფეთქებებმა 10 ადამიანი შეიწირა

ინდოეთის პოლიციის განცხადებით, ქალაქ ბომბეში, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა და 70 დაიჭრა თითქმის ერთდროულად მომხდარი სამი აფეთქების შედეგად. ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქმე ეხება „ტერორისტების კოორდინირებულ თავდასხმებს“. აფეთქებები დაგმეს პაკისტანის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, ასიფ ალი ზარდარიმ და იუსუფ რაზა გილანიმ.