15 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თათული არველაძე, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” იურიდიული მრჩეველი. მან ილაპარაკა საარჩევნო გარემოს რეფორმისა და პოლიტიკური პროცესის გახსნილობის საჭიროებაზე.