ავღანეთში პოლიციელმა 7 ადამიანი მოკლა

ავღანეთის სამხრეთში პოლიციელმა შვიდი კოლეგა მოკლა და გაიქცა. პასუხისმგებლობა მომხდარზე თალიბანმა აიღო. მათ განაცხადეს, რომ პოლიციელი მათი აგენტი იყო. მეზობელ პროვინცია ყანდაარში კი უცნობებმა ადგილობრივი ტომის ერთ-ერთი უხუცესი მოკლეს.