იტყობინებიან სირიის ოპოზიციის აქტივისტების მასობრივი დაპატიმრებების შესახებ

სირიელი უფლებადამცველები დამასკსა და მის შემოგარენში ოპოზიციის აქტივისტების მასობრივი დაპატიმრებების შესახებ იტყობინებიან მას მერე, რაც ქვეყანაში კვლავ გაძლიერდა ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები. იტყობინებიან, რომ ოთხშაბათს დაპატიმრებულთა შორის არის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ჯორჯ საბრა. ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, „ამნესტი ინტერნეიშნელმა“ გამოთქვა შიში, რომ დაკავებულებს აწამებენ. სამშაბათს პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა სირიის მთელ რიგ ქალაქებში. ზოგიერთი ცნობის თანახმად, ქალაქ ჰომსში უშიშროების ძალებთან შეტაკებებში სულ ცოტა 16 ადამიანი დაიღუპა.