გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის ოფისმა ირანს მადლობა გადაუხადა


გაეროს ნარკორტიკების და დანაშაულის ოფისის ხელმძღვანელი დღეს ირანის პრეზიდენტს, მაჰმუდ აჰამადინეჟადს შეხვდა ნარკოტიკების არალეგალური ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით. გაეროს ოფისის აღმასრულებელმა დირექიტორმა, იური ფედოტოვმა აჰამადინეჟადს მადლობა გადაუხადა ნარკოტიკების ოფისთან „შესანიშნავი თანამშრომლობისთვის“. გაეროს ამ ოფისის თანახმად, ირანზე მოდის მსოფლიოში ოპიუმის კონფისკაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 89 პროცენტი, ხოლო ჰეროინის და მორფინის კონფისკაციის- 41 პროცენტი. ნარკოტიკების უდიდესი ნაწილის კონფიკაციია ხდება ირანის ავღანეთთან და პაკითტანთან ათასკილომეტრიან საზღვარზე.