სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა კვირას ახალი გუბერნატორები დანიშნა ორ პროვინციაში

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა კვირას ახალი გუბერნატორები დანიშნა ორ პროვინციაში - დეირ ელ-ზორში ქვეყნის აღმოსავლეთში, ერაყის საზღვართან, და ელ-ყუნეითრაში სამხრეთ-დასავლეთში. ოპოზიციის ცნობით, კვირას სამთავრობო ჯარებმა რეჟიმის მოწინააღმდგეების წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარეს სოფელ სარჯეჰში. ჩატარდა მასობრივი დაპატიმრებები, ცეცხლი გაუხსნეს სატელევიზიო ანძას, შეწყდა წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება. შაბათს საღამოს ათობით ადამიანი დააპატიმრეს დამასკში და მის შემოგარენში. უფლებადამცველთა თქმით, მარტში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში სირიაში ათას ხუთასამდე ადამიანი დაიღუპა.