ამერიკელმა კანონმდებლებმა კენჭი უნდა უყარონ ბიუჯეტზე შეთანხმებას

დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბიუჯეტის საკითხზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მნიშვნელოვანია კონგრესის ორივე პალატაში კენჭისყრის დროულად გამართვა. საქმე ეხება აშშ-ის ვალის ლიმიტის 14,3 ტრილიონ დოლარამდე გაზრდას, რითაც ქვეყანა დეფოლტს აიცილებს თავიდან. კენჭისყრა, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. კანონმდებლებს ვადა სამშაბათამდე აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ს დეფოლტის გამოცხადება მოუწევს. აშშ ხელისუფლების წარმომადგენელთა თანახმად, მიღწეული კომპრომისი ითვალისწინებს აშშ საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცას, რაც მომავალი ათი წლის მანძილზე 2,5 ტრილიონი დოლარით შეამცირებს დეფიციტს.