ამ დრომდე უცნობია დეტალური ინფორმაცია კომპანია ”გოლდენ კომის” შესახებ

ამ დრომდე უცნობია დეტალური ინფორმაცია კომპანია ”გოლდენ კომის” შესახებ, რომელმაც გასულ საღამოს ელექტრონულ აუქციონზე 110 ათას ლარად შეიძინა კომპანია ”ალფა-კომის” და შესაბამისად, თბილისის ტელეანძის მართვის უფლება. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ ახალ მმართველად გამოვლენილი ”გოლდენ კომი” ”ალფა-კომს” პროფილს შეუნარჩუნებს, 4 წლის განმავლობაში 12 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, მოახდენს ანძის ტექნიკურ გადაიარაღებას, დანერგავს ახალი ტიპის სატელეკომუნიკაციო სერვისს და არსებულს გააუმჯობესებს. ამავე განცხადებით განმარტებულია, რომ აუქციონის შედეგად თბილისის სატელევიზიო ანძა არ გაყიდულა.