თბილისი ერევნის პოზიციის გამოხატულებად არ მიიჩნევს არჩევნების დროს მთიანი ყარაბაღის დელეგაციის აფხაზეთში ყოფნას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის ოფიციალური პოზიციის გამოხატულებად არ მიიჩნევს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით მთიანი ყარაბაღის დელეგაციის მონაწილეობას. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ოფიციალური ერევანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სუბიექტებად არ აღიარებს.