კადაფის მხარდამჭერი სამხედროების ნაწილი ნიგერში გადავიდა

დასავლეთის სააგენტოების ცნობით, მუამარ კადაფის მხარდამჭერი სამხედროები სამხედრო ტექნიკით ლიბიიდან მეზობელ ნიგერში გადავიდნენ. შემადგენლობაშია ათობით სატვირთო მანქანა და მას ნიგერელი სამხედროები აცილებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით ნაწილი 5 სექტემბერს ნიგერის ქალაქ ადაგეზში ჩავიდა.