შტატ ნევადაში ნაციონალური გვარდიის წარმომადგენლები დახოცეს

ამერიკაში, შტატ ნევადაში ნაციონალური გვარდიის წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი გვარდიელი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. 32 წლის ედუარდო სენსიონმა გვარდიელებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი ქალაქ კარსონ სიტიში ერთ-ერთ რესტორანში სადილობდნენ, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა. წინასწარი ინფორმაციის თანახმად, მას არ ჰქონდა არანაირი კავშირი ნაციონალურ გვარდიასთან და არც დაღუპულებსა და არც დაშავებულებს არ იცნობდა. პოლიციის ინფორმაციით, როგორც სენსიონის ოჯახის წევრები აცხადებენ, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.