საქართველოში პატიმრობა მიუსაჯეს ოქრუაშვილის საქმეზე დაკავებულებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა 15 პირს, რომლებიც გაასამართლეს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების შეძენა-შენახვაში ბრალდების საფუძველზე. სასამართლოს განცხადებით, მან დაადგინა, რომ ერთ-ერთი დაკავებული, გიორგი ჩიხლაძე, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ემიგრაციაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილის დავალებით გეგმავდა 15-კაციანი უკანონო ბანდფორმირების შექმნას. ამ განცხადებით, ბანდფორმირებას უნდა ეზრუნა ირაკლი ოქრუაშვილის უსაფრთხოებაზე საქართველოში მისი დაბრუნების შემდეგ და უნდა მოეწყო პროვოკაციები, ხელისუფლებაზე ზემოქმედების მოსახდენად.