”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევაზე საუბრობს

საზოგადოებრივი მოძრაობა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ქსნის #15 დაწესებულების ადმინისტრაციას მსჯავრდებულთა მიმართ ღირსების შემლახველ და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, 2011 წლის 3 სექტემბერს დაწესებულების ადმინსიტრაციის წარმომადგენლებმა პლასტმასის ხელკეტებით სცემეს პატიმრები, რომელთაგან რამდენიმემ სხეულის დაზიანებები მიიღო.