ქაბულში დასრულდა ოპერაცია მეამბოხეების წინააღმდეგ

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დასრულდა ოპერაცია თალიბების ჯგუფის წინააღმდეგ, რომლებმაც განახორციელეს თავდასხმა სამთავრობო დაწესებულებებზე, ნატოს ძალების შტაბზე და აშშ-ის საელჩოზე. ოპერაციაში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო და ავღანეთის ძალების ქვედანაყოფები. უკანასკნელი ცნობებით დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. 20-მდე ადამიანი დაიჭრა, მათ შორის არიან ნატოს სამხედრო მოსამსახურეები.