მთიანი ყარაბაღის ძალებმა პირველად ჩამოაგდეს აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატი

მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს მისმა ძალებმა პირველად ჩამოაგდეს აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც რეგიონის ცაში დაფრინავდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ეს ცნობა, მაგრამ აზერბაიჯანის მხრიდან ოფიციალური რეაქცია ჯერჯერობით არ ყოფილა. აზერბაიჯანმა თავისი უპილოტო საფრენი აპარატები პირველად მიმდინარე წლის ივნისში აჩვენა სამხედრო აღლუმზე.