სირიელმა აქტივისტებმა შექმნეს ოპოზიციური საბჭო

სირიელი აქტივისტების ჯგუფმა გამოაცხადა, რომ შექმნა საბჭო, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმთან მებრძოლი ძალები. „სირიის ეროვნული საბჭო“ შეიქმნა თურქეთში გამართულ შეხვედრაზე და შეეცდება, მიაღწიოს კონსესუსს პოზიციებზე ასადთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მიმართებით. ეროვნული საბჭოს განცხადებით, მასში გაწევრიანდება 140-მდე ოპოზიციონერი, მათ შორის ემიგრანტები და სირიაში მყოფი დისიდენტები. სირიაში მარტში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც უხეში ძალით უპასუხა პრეზიდენტ ასადის რეჟიმმა. გაეროს მონაცემებით, რეპრესიებმა 2600-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.