ევროკავშირი 10 მლნ ევროს გამოუყოფს პაკისტანს

ევროკავშირი 10 მლნ ევროს მიაწვდის პაკისტანს, წყალდიდობის შემდგომი დახმარების სახით. ევროკომისარმა ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ ევროკავშირის დახმარება კვლავაც საჭიროა და ის უპასუხოდ არ დატოვებს დაზარალებულების თხოვნას. ოფიციალური მონაცემებით, სამხრეთ პაკისტანის პროვინცია სინდი მძიმედ დააზარალა უჩვეულოდ ძლიერი მუსონური წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ. დაიღუპა 248 ადამიანი, სახლ-კარი დაკარგა ასიათასობით პირმა. შარშან პაკისტანში 2000-მდე ადამიანი შეიწირა წყალდიდობებმა. საპასუხოდ ევროკავშირმა ამ ქვეყანას 423 მლნ ევრო გამოუყო დახმარების სახით, რასაც წელს კიდევ 88 მლნ ევრო დაემატა.