ჰიმალაიში მიწისძვრამ 70 ადამიანი შეიწირა

ინდოეთის შტატ სიკიმში გრძელდება სამაშველო სამუშაოები გასულ კვირას მომხდარი მიწისძვრის შემდეგ. სტიქიური უბედურების მსხვერპლი, ბოლო მონაცემებით, 70 ადამიანი გახდა. ასობით ადამიანმა უკვე მეორე ღამე გაათენა ქუჩაში - განმეორებადი ბიძგების გამო. ინდოეთის გარდა მიწისძვრა ნეპალში, ჩინეთსა და ბუტანში იგრძნობოდა.