სტამბოლში ორი ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებას

სტამბოლის ცენტრში დღეს მოხდა აფეთქება, რასაც სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე კი დაიჭრა. აფეთქების გამომწვევი მიზეზები დგინდება, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ აფეთქება მოხდა ერთ-ერთ მანქანაში, ანდა მის სიახლოვეს. სატელევიზიო კადრებში ნათლად ჩანდა სახანძრო ბრიგადები, რომლებიც რამდენიმე აალებულ მანქანაზე ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას. უცნობია აფეთქების სხვა დეტალები.