მიხეილ სააკაშვილი ოკუპაციის შესახებ ისაუბრებს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას

ოკუპაციასა და რუსეთის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე საქართველოს პრეზიდენტი დღეს ისაუბრებს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი შეეხება საქართველოსა და ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოებას და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებსაც.