საფრანგეთი ავღანეთიდან ორასამდე სამხედროს გაიყვანს ოქტომბრის ბოლომდე

საფრანგეთი აპირებს ოქტომბრის ბოლომდე ორასამდე სამხედრო გაიყვანოს ავღანეთიდან. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ტერი ბიურკარმა განაცხადა. ახლა ავღანეთში საფრანგეთის ოთხი ათასი სამხედროა. 10 წლის განმავლობაში საფრანგეთმა დაკარგა 75 სამხედრო, მათ შორის, 23 - წელს.