სირიის ძალები ალ-რასტანში შეიჭრნენ

სირიის ძალები ტანკებისა და ვერტმფრენების თანხლებით შეიჭრა ქალაქ ალ-რასტანში, რომელზეც თურქეთისკენ მიმავალი მთავარი გზა გადის.ჰომსსა და ჰამას შორის მდებარე ქალაქში 40000 მოსახლეა. ადგილობრივების თქმით, სირიის ხელისუფლების ძალები ქალაქში დღეს შეიჭრნენ. გერმანული სააგენტოს ცნობით, სულ ცოტა ოთხი ადამიანი დაიღუპა.