მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი გაემგზავრა ვარშავაში, სადაც 29-30 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სამიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე შეხვედრას გამართავს. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელორუსიას, უკრაინასა და მოლდავეთს აერთიანებს.