მიხეილ სააკაშვილი: ევროკავშირთან დაახლოება გადამწყვეტია საქართველოსთვის

ევროკავშირთან დაახლოება გადამწყვეტია საქართველოს განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა ვარშავაში, სადაც ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი გაიმართა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველო ძალიან რთულ რეგიონში და დიდი გამოწვევების წინაშეა და მისთვის ”სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, რომ რაღაც გაერთიანებაში” იყოს. მსგავს გაერთიანებად საქართველოს პრეზიდენტი ევროპულ სახლს მიიჩნევს. მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები უკვე აქტიურად საუბრობენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო.