ავღანეთში ჰაკანის წევრი შეიპყრეს

ნატოს სარდლობით მოქმედმა ძალებმა ავღანეთში ჰაკანის ექსტრემისტული დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი შეიპყრეს. სამხედროების ცნობით, ხაჯი მალი ხანი პაკტიის პროვინციაში რამდენიმე დღის წინ შეიპყრეს სამხედრო ოპერაციის დროს. ხაჯი მალი ხანი ღვიძლი ბიძაა სირაჯა და ბადრუდინ ჰაკანებისა, რომლებმაც პაკტიაში გასულ წელს საწვრთნელი ბანაკი დაარსეს. შაბათს ავღანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ პაკისტანს მიაწოდა საფუძვლიანი მტკიცებულება იმისა, რომ ავღანეთის ექს-პრეზიდენტის ბურჰანდუდდინ რაბანის მკვლელობა დაიგეგმა პაკისტანის ქალაქ კვეტასთან ახლოს, სადაც თალიბების ლიდერები არიან დაბანაკებულნი. რაბანი, რომელიც ავღანეთის სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობას ხელმძღვანელობდა, 20 სექტემბერს მოკლა თვითმკვლელმა, რომელმაც საკუთარ თავი მშვიდობიან პარლამენტარად წარმოადგინა.