სირიაში უშიშროების ძალებმა სულ ცოტა ორი დემონსტრანტი მოკლეს

აღმოსავლეთ სირიაში უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ხალხს, რომელიც დღეს შეიკრიბა პარასკევს მოკლული ქურთული ოპოზიციის ლიდერის, მეშაალ ალ-ტაბოს დაკრძალვაზე. მოკლულია მრავალათასიან დემონსტრაციაში გადაზრდილი დაკრძალვის ცერემონიის მონაწილე სულ ცოტა ორი ადამიანი. დემონსტრანტები პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას მოითხოვდნენ. 53 წლის მეშაალ ალ-ტამო, ქურთული ლიბერალური „მომავლის პარტიის“ დამაარსებელი, ხუთშაბათს ცეცხსასროლი იარაღით იქნა მოკლული ოთხი უცნობი პირის მიერ, რომლებიც მის სახლში შეიჭრნენ ქალაქ ელ-ყამიშლიში. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ალ-ტამო ციხიდან გამოვიდა, სადაც სამწელიწადნახევარი გაატარა. ალ-ტამოს მკვლელობა მკვეთრად დაგმო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უზენაესმა წარმომადგენელმა კეთრინ ეშტონმა.