თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე დამნაშავედ ცნეს წინასწარ შექმნილი დაჯგუფების მიერ სამართალდამცავებზე თავდასხმების ორგანიზებაში და დაუსწრებლად შეუფარდეს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა ამჟამად ძებნილი ბიწაძის გამართლებაზე. სააპელაციო სასამართლოს განაჩენს დაუსაბუთებლად მიიჩნევენ ბადრი ბიწაძის ადვოკატები, რომლებიც დღევანდელ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.