ბაღდადში აფეთქებებმა სულ მცირე 23 ადამიანი იმსხვეპლა

სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა ბაღდადის მასშტაბით მომხდარი აფეთქებების შედეგად. ერაყის უშიშროების ძალების ცნობით, თვითმკვლელმა მოიერიშემ დანაღმული მანქანა შეაჯახა ქალაქის ცენტრში მდებარე პოლიციის სადგურს და 13 ადამიანი იმსხვერპლა. მეორე მოიერიშემ მანქანა სხვა უბანში ააფეთქა, რასაც 4 ადამიანი შეეწირა. აფეთქებები იყო ქალაქის სხვა ადგილებშიც.