Standard & Poor's-მა ესპანეთის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა

საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო Standard & Poor's-მა ესპანეთის საკრედიტო რეიტინგი "АА"-დან "АА-"-მდე ჩამოაქვეითა. სააგენტოს სპეციალისტების განცხადებით, გადაწყვეტილებაზე იმოქმედა ესპანეთში უმუშევრობის მაღალმა დონემ, დაკრედიტების პირობების გამკაცრებამ, კერძო სექტორის დავალიანების მაღალმა დონემ და ”ესპანეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკის შესაძლო შეფერხებამ”.