ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ ეროვნული ფორუმის ლიდერები

ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას ეროვნული ფორუმიც აპირებს. ბიზნესმენისა და ფორუმის ლიდერების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, გუბაზ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ თანამშრომლობის ფორმებზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცლებენ. ამასთან, გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, რომ ერთობლივი ბლოკის შექმნაზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ეროვნულ ფორუმს დატოვებს და "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტად დაინიშნება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი.