პაკისტანში ცხრა ჯარისკაცი მოკლეს

პაკისტანელი ოფიციალური პირების განცხადებით, გასამხედროებული ჯგუფების ხუთი წევრი და 14 ექსტრემისტი დაიღუპნენ შეტაკებაში, რომელიც დღეს მოხდა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერის რეგიონში. ავღანეთის მოსაზღვრე ხიბერი მიჩნეულია ერთ-ერთად სულ შვიდი რაიონიდან, სადაც თალიბანი და ალ-ყაიდა აქტიურობენ. ამასთან, ხიბერზე გადის მთავარი სახმელეთო გზა, რომლითაც ნატო სარგებლობს პაკისტანის მეზობელ ავღანეთში თავისი ჯარების მოსამარაგებლად.