პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ადასტურებს ინფორმაციას საკადრო ცვლილებების თაობაზე

საქართველოს მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ადასტურებს. "ეს არის თემა, რომელზეც კითხვა ყოველ კვირას ისმება, თუმცა ჯერჯერობით მსგავსი არაფერია დაგეგმილი", - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.