გიორგი თარგამაძემ ისაუბრა უილიამ ბერნსთან შეხვედრის დეტალებზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ საუბარი იყო რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის უსაფრთხოების პრობლემაზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებაზე. გიორგი თარგამაძის თქმით, ბერნსთან შეხვედრისას ისაუბრა იმის შესახებ, რომ საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა დაბალანსებული პოლიტიკური სტრუქტურა და ძლიერი ინსტიტუტები და ”ხდება პოლიტიკური პროცესების მარგინალიზაცია, რაც იწვევს ახალი ფსევდომესიების არაადეკვატურ მოლოდინს.”