ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭო ორი კაცით გაიზრდა

ამბიციური გეგმებით პოლიტიკურ არენაზე ახლახან გამოჩენილი ბიზნესმენის მრჩეველთა საბჭოს დღეს კიდევ ორი ახალი წევრი, ეკონომიკის საკითხების ექსპერტი ვაჟა ბერიძე და სამართლებრივი საკითხების ექსპერტი ზაქარია ქუცნაშვილი შეემატა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანიშვილის პრესსამდივნოდან აცნობეს, ამ ეტაპზე საბჭო შვიდი წევრისგანაა დაკომპლექტებული. ბიზნესმენის მრჩეველთა საბჭოში შედიან: დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, პოეტი რატი ამაღლობელი, იურისტი ეკა ბესელია, ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა, ექსპერტი უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ირაკლი სესიაშვილი, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი და ეკონომისტი ვაჟა ბერიძე.